1 წლის და 11 თვის წინ
12 ფეხბურთელი, რომლებიც "იუნაიტედს" ზაფხულში საბოლოოდ დატოვებენ - Guardian
12 ფეხბურთელი, რომლებიც "იუნაიტედს" ზაფხულში საბოლოოდ დატოვებენ - Guardian
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" მინიმუმ 12 ფეხბურთელს დაემშვიდობება, იუწყება The Guardian-ი.

ძალიან სანდო ბრიტანული წყაროს თქმით, "წითელი ეშმაკები" დიდი წმენდისთვის ემზადებიან და კლუბს უამრავი ფეხბურთელი დატოვებს.

პირველ რიგში, ოლდ ტრაფორდიდან დანამდვილებით აბარგდებიან ფილ ჯონსი და აქსელ ტუანზებე, ორივე მოთამაშე თავისუფალი აგენტი ხდება.

"იუნაიტედი" დინ ჰენდერსონს, ჰანიბალ მეჯბრის, ერიკ ბაილისა და ალექსს ტელესსაც გაუშვებს. ამ დროისთვის, ყველა მათგანი იჯარითა წასული.

ამასთან, "მანჩესტერში" ბოლო სეზონს ატარებენ ჰარი მაგუაიერი, ენტონი მარსიალი, დონი ვან დე ბეეკი, ბრენდონ უილიამსი, ენტონი ელანგა და დავიდ დე ხეა.

კლუბს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშესთან გამომშვიდობება სურს.


Facebook კომენტარები