12 თვის წინ
დე ხეას პასუხი, თუ რა უთხრა სოლი მარჩს გაფუჭებული პენალტის შესრულებამდე
დე ხეას პასუხი, თუ რა უთხრა სოლი მარჩს გაფუჭებული პენალტის შესრულებამდე
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაძაბული 120 წუთის შემდეგ, "ბრაიტონი" პენალტების სერიაში დაამარცხა და ასოციაციის თასის ფინალში გავიდა.

ორივე გუნდი იდეალურად ასრულებდა თერთმეტმეტრიანებს, სანამ სოლი მარჩის ჯერი არ დადგა, რომელმაც დარტყმა კარს ძალიან ააცილა.

სანამ "ბრაიტონის" შემტევი დარტყმას შეასრულებდა, იქამდე დავიდ დე ხეა მასთან მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რაზეც ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

"რა ვუთხარი მარჩს? არა, ამის თქმა არ შემიძლია. ამას უბრალოდ ვერ ვიტყვი", - უპასუხა დე ხეამ.

როგორც ჩანს, ესპანელმა მეკარემ მეტოქეზე სერიოზული გავლენა იქონია.


Facebook კომენტარები