1 წლის წინ
ტენ ჰაგი: "სიტისთან ფინალში ყველაფერს გავიღებთ და როცა ამას ვამბობ, ასეც მოხდება!"
ტენ ჰაგი: "სიტისთან ფინალში ყველაფერს გავიღებთ და როცა ამას ვამბობ, ასეც მოხდება!"
ავტორი
Aa

120-წუთიანი დრამატული მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბრაიტონმა" FA თასის ფინალისტის ვინაობა პენალტების სერიაში გაარკვიეს.

"წითელმა ეშმაკებმა" 7-6 გაიმარჯვეს. სოლი მარჩის აცილებული პენალტის შემდეგ, ვიქტორ ლინდელოფმა გუნდს ფინალის საგზური მოუპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ ფანებმა საინტერესო ბრძოლა იხილეს. დიდებული ფინალი იყო. ბოლოს, პენალტებიც ძალიან კარგად შესრულდა. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. პირველივე წუთიდან, ისინი მონდომებულები იყვნენ და მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდნენ.

სევილიასთან მატჩის შემდეგ მათ კრიტიკა დაიმსახურეს, ახლა კი შექების ღირსები არიან, რადგან ხასიათი გვაჩვენეს. უნდა ვისწავლოთ, რომ თუ მატჩში პრობლემა შეგვექმნება, მაშინვე უნდა ვიბრძოლოთ, დავმშვიდდეთ და არ დავნებდეთ.

რა თქმა უნდა, პენალტებზე ვივარჯიშეთ, ამას მთელი სეზონია ვაკეთებთ. ეს პროფესიონალური ფეხბურთის ნაწილია, განსაკუთრებით კი ინგლისში, სადაც უამრავი თასია - ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვინდა. ჩვენი ყველა პენალტი შესანიშნავი იყო.

ვფიქრობ, დე ხეას ორი ბრწყინვალე სეივი ჰქონდა, მაგრამ ისედაც ვიცით, ის მსოფლიო დონის მეკარეა. ხუთშაბათს ცუდი თამაში გამოუვიდა და ამის გამო გატეხილი იყო, მაგრამ მეკარეებს ყოველთვის მოსდით შეცდომები, ამის გამო არ უნდა დავიმალოთ. ის დავაღალატეთ, როგორც გუნდმა და იმ დღეს არ ვიბრძოლეთ მისთვის.

სიტისთან ფინალი? გვაქვს მტკიცებულება, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. იანვარში, სიტის წინააღმდეგ სეზონის ყველაზე იდეალური მატჩი ჩავატარეთ. ფინალში ბოლომდე დავიხარჯებით და როცა ამას ვამბობ, ეს ასეც მოხდება", - განაცხადა ერიკმა.



Facebook კომენტარები