2 წლის და 9 თვის წინ
ამად დიალო "სანდერლენდის" ქომაგებმა სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აირჩიეს
ამად დიალო "სანდერლენდის" ქომაგებმა სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აირჩიეს
ავტორი
Aa

"სანდერლენდის" ქომაგებმა 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ამად დიალო აირჩიეს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი "სანდერლენდში" იჯარით ირიცხება და შესანიშნავად გამოიყურება.

მიმდინარე სეზონში, დიალომ ჩემპიონშიპის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 12 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ამ დროისთვის, "შავი კატები" ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებენ და პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვიან, რაშიც დიალოს დიდი ცვლილი მიუძღვის.

როგორც ცნობილია, ერიკ ტენ ჰაგს ახალგაზრდა შემტევი ძალიან მოსწონს და მომდევნო სეზონში კოტ-დიუარელის ოლდ ტრაფორდზე დატოვებას აპირებს.


Facebook კომენტარები