1 წლის და 11 თვის წინ

აპირებს თუ არა "იუნაიტედი" ვან-ბისაკას გაყიდვას - რომანოს უახლესი ინფორმაცია

ავტორი
Aa
აარონ ვან-ბისაკამ მძიმე პერიოდის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში თავისი ადგილის დაბრუნება მოახერხა.
ინგლისელი მოთამაშე დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და ერიკ ტენ ჰაგი მას ბევრად დიდ ნდობას უცხადებს.
როგორც ვიცით, აქამდე, ნიდერლანდელ მწვრთნელს აარონის გაყიდვა სურდა, რაც არ გამოუვიდა, ახლა კი გეგმები შეიცვალა.
ფაბრისიო რომანოს თქმით, "იუნაიტედი" ვან-ბისაკას გაყიდვას აღარ აპირებს, თუმცა მზად არის, მოუსმინოს მიღებულ წინადადებებს.
თუ რომელიმე კლუბი 25 წლის მცველის სანაცვლოდ დიდ თანხას გადაიხდის, მაშინ, შესაძლოა, "ობობამ" ოლდ ტრაფორდი დატოვოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ფლანგელი ისევ "მანჩესტერში" გააგრძელებს კარიერას.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში