1 წლის და 11 თვის წინ
მეგა ვარსკვლავური შენაძენი - ვის ყიდვას აპირებს შეიხ ჯასიმი, თუ "იუნაიტედს" შეისყიდის
მეგა ვარსკვლავური შენაძენი - ვის ყიდვას აპირებს შეიხ ჯასიმი, თუ "იუნაიტედს" შეისყიდის
ავტორი
Aa

შეიხი ჯასიმ ბინ ჰამად ალ ტანი "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენას ცდილობს და გლეიზერებისთვის ახალ წინადადებას ამზადებს.

ჯასიმი "იუნაიტედის" დიდი ქომაგია და მზად არის კლუბის 100% შეისყიდოს, თუმცა, ჯერჯერობით, ამერიკელი მფლობელების პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

FootMercato-ს ინფორმაციით, შეიხს "მანჩესტერისთვის" დიდი გეგმები აქვს და მეტიც, უკვე პირველი ვარსკვლავური ტრანსფერი ჩაიფიქრა.

იმ შემთხვევაში, თუ ის კლუბის შეძენას მოახერხებს, მაშინ "პარი სენ-ჟერმენიდან" ნეიმარის პრემიერ ლიგაში გადაყვანას შეეცდება.

ჯასიმი ბრაზილიელი ვარსკვლავის ოლდ ტრაფორდზე გადაბირებას ცდილობს და მზად არის დიდი ფინანსური რესურსიც გაიღოს.

იქამდე, მან კლუბი უნდა შეისყიდოს, რასთანაც არც თუ ისე ახლოსაა.


Facebook კომენტარები