2 წლის და 8 თვის წინ
სერ ჯიმ რეტკლიფმა "იუნაიტედისთვის" ბოლო შეთავაზება გააკეთა - ვინ იგებს რბოლას
სერ ჯიმ რეტკლიფმა "იუნაიტედისთვის" ბოლო შეთავაზება გააკეთა - ვინ იგებს რბოლას
ავტორი
Aa

ძალიან სანდო გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, სერ ჯიმ რეტკლიფმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძენად საბოლოო შეთავაზება გააკეთა და რბოლაში დაწინაურდა.

ბრიტანელ ბიზნესმენს კლუბის 51%-ის შეძენა სურს და მისი წინადადება გლეიზერებისთვის ბევრად მიმზიდველია, ვიდრე შეიხ ჯასიმის პირობები.

შეიხს კლუბის 100% სურდა, თუმცა ამერიკელი მფლობელების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ამიტომ ახლა ის ფავორიტი აღარ არის.

როგორც ირკვევა, ჯასიმი მზად იყო 5 მილიარდი ფუნტი გადაეხადა, გლეიზერებს კი ბევრად მეტი სურდათ, ამიტომ შეთანხმება ვერ შედგა.

რეტკლიფი ახლოს არის გახდეს კლუბის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.


Facebook კომენტარები