1 წლის და 6 თვის წინ
მორიგი კამათი "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ - რაზე საუბრობდნენ ბრუნო და კაზემირო
მორიგი კამათი "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ - რაზე საუბრობდნენ ბრუნო და კაზემირო
ავტორი
Aa

ბრუნო ფერნანდეშმა და კაზემირომ კიდევ ერთხელ იკამათეს მატჩის დასრულების შემდეგ, ამჯერად კი ეს "ასტონ ვილასთან" გამარჯვების დღეს მოხდა.

ერთ-ერთი მსგავსი "დაპირისპირება" კარაბაოს თასის ფინალის შემდეგ შედგა, როცა ბრუნომ მატჩის მიწურულს მარტო მყოფ ჯეიდონ სანჩოს პასი არ მისცა და თავადაც ვერ გაიტანა გოლი, რაზეც კაზემირო გაბრაზდა.

ამჯერად, კამათის მიზეზი ისევ ბრუნოს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ბოლო წუთებში მეტოქის ფინტით მოტყუება სცადა, როცა თანაგუნდელები ეხსნებოდნენ. პორტუგალიელს მოძრაობა არ გამოუვიდა და ბურთიც დაიკარგა.

მატჩის შემდეგ, ბრაზილიელმა გამოცდილმა ნახევარმცველმა ბრუნოს ეს შეახსენა და უთხრა, რომ მსგავსად თამაში არ შეიძლება, როცა გუნდი მხოლოდ 1 ბურთით არის წინ.

ეს კამათი ერიკ ტენ ჰაგმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ პირიქით, მას მოსწონს კიდეც ასეთი დამოკიდებულება, რადგან ფეხბურთელებმა ერთმანეთს უნდა ასწავლონ.


Facebook კომენტარები