1 წლის და 11 თვის წინ
ტენ ჰაგს "იუნაიტედში" "ნაპოლის" ვარსკვლავის გადაბირება სურს - ფაბრისიო რომანო
ტენ ჰაგს "იუნაიტედში" "ნაპოლის" ვარსკვლავის გადაბირება სურს - ფაბრისიო რომანო
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას აგრძელებს და კლუბმა მორიგი სამიზნე შეარჩია.

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგს ახალი ფავორიტი "ნაპოლიში" ჰყავს.

როგორც რომანო იუწყება, ტენ ჰაგს დაცვის გაძლიერება სურს და ოლდ ტრაფორდზე კორეელი კიმ მინ ჯეს ხილვა სურს.

"ნაპოლის" მცველს კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი აქვს, რომლის ოდენობაც 50 მილიონი ევროა, თუმცა ვადა მხოლოდ 15 ივლისამდე აქვს.

"იუნაიტედის" გარდა, კიმს კიდევ ბევრი კლუბი აკვირდება.


Facebook კომენტარები