1 წლის და 11 თვის წინ
"იუნაიტედი" ემილიანო მარტინესის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს - TyC Sports
"იუნაიტედი" ემილიანო მარტინესის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს - TyC Sports
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას უახლოვდება, მაგრამ, შესაძლოა, ის პირველი მეკარე აღარ იყოს.

ესპანელს უკვე ბევრი შეცდომა დაუგროვდა, თანაც ფეხით თამაშიც უჭირს, ამიტომ ერიკ ტენ ჰაგს მისი შემცვლელი სჭირდება.

TyC Sports-ის ინფორმაციით "იუნაიტედი" ემილიანო მარტინესის გადაბირებას გეგმავს, რომელსაც "ასტონ ვილადან" წასვლა გადაწყვეტილი აქვს.

არგენტინელ მეკარეს უფრო მაღალი დონის კლუბში სურს თამაში და სავარაუდოდ, ზაფხულში ვილა პარკს საბოლოოდ დატოვებს.

"იუნაიტედის" გარდა, მარტინესის მიმართ ინტერესს "ტოტენჰემი" და "ჩელსი" გამოხატავენ. სამივე კლუბი მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად.


Facebook კომენტარები