"ვულვზთან" მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის ოთხეულში პოზიციის განაღდებასთან.
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, "იუნაიტედმა" საქმე გაირთულა, თუმცა ყველაფერი ისევ ერიკ ტენ ჰაგის ბიჭების ხელშია.
"მანჩესტერის" გადასწრება მხოლოდ "ლივერპულს" შეუძლია, მაგრამ მერსესაიდელებისთვის ეს არც თუ ისე ადვილი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ იურგენ კლოპის გუნდი ყველა დარჩენილ მატჩს მოიგებს, მაშინ "იუნაიტედს" 6 ქულა დასჭირდება ოთხეულში მოსახვედრად.
თუ "ლივერპული" 2 მატჩს მოიგებს და 1-ს ფრედ დაასრულებს, ამ შემთხვევაში, "წითელ ეშმაკებს" 4 ქულაც ეყოფათ.
"ლივერპულის" 1 წაგების შემთხვევაში, "იუნაიტედისთვის" 3 ქულაც საკმარისი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად.
დარჩენილ ტურებში "ლივერპულის" მეტოქეები "ლესტერი", "ასტონ ვილა" და უკვე ოფიციალურად გავარდნილი "საუთჰემპტონი" არიან.
თავის მხრივ, "მანჩესტერი" მომდევნო მატჩებში "ბორნმუთს", "ჩელსისა" და "ფულემს" დაუპირისპირდება.