1 წლის და 11 თვის წინ
როგორი იქნება "იუნაიტედის" შემადგენლობა მომდევნო სეზონში - ინგლისური მედიის პროგნოზი
როგორი იქნება "იუნაიტედის" შემადგენლობა მომდევნო სეზონში - ინგლისური მედიის პროგნოზი
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება, ერიკ ტენ ჰაგს გუნდის გადახალისება სურს.

სავარაუდოდ, ოლდ ტრაფორდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და შემადგენლობა გაიწმინდება, მაგრამ, საჭირო იქნება ტრანსფერებიც.

"იუნაიტედი" გაძლიერებას მეკარის, ცენტრალური მცველის, მარჯვენა მცველის, ცენტრალური ნახევარმცველისა და ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ეცდება.

მეკარის პოზიციაზე უამრავი ვარიანტია, მათ შორის კი ყველაზე ხშირად დავიდ რაიას სახელი ჟღერდება.

როგორც იწერება, კლუბი აქტიურად მუშაობს კიმ მინ-ჯეს ტრანსფერზე და დიდია შანსები, კორეელი ნისლიან ალბიონზე გადაბარგდეს.

სავარაუდოდ, "მანჩესტერი" შეძლებს ჯერემი ფრიმპონგის შეძენასაც. ნიდერლანდელი "ლევერკუზენში" კარგ სეზონს ატარებს და ტენ ჰაგის მოწონება დაიმსახურა.

შედარებით რთულად არის საქმე ცენტრალური ნახევარმცველისა და ფორვარდის პოზიციაზე, რადგან აქ ბევრი კანდიდატია.

ბრიტანული მედიის ვარაუდით, "მანჩესტერი" ამ პოზიციებზე მოიზეს კაისედოსა და ჰარი კეინის დამატებას მოახერხებს, სრული შემადგენლობა კი ასეთია.


"მანჩესტერ იუნაიტედი": რაია, ფრიმპონგი, კიმი, ლისანდრო, შო, კაზემირო, კაისედო, ანტონი, ბრუნო, რაშფორდი, კეინი.


Facebook კომენტარები