1 წლის და 11 თვის წინ
ტენ ჰაგის სამიზნეში "რეალის" მოთამაშე მოექცა - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებისთვის ემზადება
ტენ ჰაგის სამიზნეში "რეალის" მოთამაშე მოექცა - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებისთვის ემზადება
ავტორი
Aa

ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფედერიკო ვალვერდეს დამატებას ეცდება.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას სურს ისარგებლოს იმით, რომ 24 წლის ურუგვაელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საუკეთესო ფორმაში არ არის და ფეხბურთელის ფასი 65 მილიონ ევრომდე ჩამოიყვანოს. 

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ვალვერდეს მადრიდული კლუბიდან წასვლაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის "სამეფო კლუბში" ტრანსფერმა.

ვალვერდეს მადრიდის "რეალთან" მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 


Facebook კომენტარები