1 წლის და 10 თვის წინ

"იუნაიტედის" საზაფხულო სიაში "ლივერპულის" ყოფილი მოთამაშე მოხვდა - Sky Sports

ავტორი
Aa
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი სამიზნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
წყაროს თქმით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედი" სადიო მანეს პოტენციურ ტრანსფერზე დაფიქრდება.
სენეგალელი შემტევის "ბაიერნიდან" წასვლა გადაწყვეტილია, მიუხედავად იმისა, რომ ის გერმანიაში გასულ ზაფხულს გადაბარგდა.
ერიკ ტენ ჰაგს "ლივერპულის" ყოფილი შემტევი ძალიან მოსწონს და მისი ოლდ ტრაფორდზე ხილვაც სურს, თუ მანე თანახმა იქნება.
სადიოს მერსესაიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა აქვს მოგებული, ამიტომ რთულად სათქმელია, რამდენად ისურვებს ქომაგების გაბრაზებას.
"იუნაიტედის" გარდა, მანეს დამატებას პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე კლუბი განიხილავს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში