1 წლის და 11 თვის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბრაზილიელი ვარსკვლავის შესაძენად მზად არის - Mundo Deportivo
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბრაზილიელი ვარსკვლავის შესაძენად მზად არის - Mundo Deportivo
ავტორი
Aa

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეიმარის დამატებას შეეცდება.

როგორც წყარო იტყობინება, "პარი სენ-ჟერმენს" მისი გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი, ერთ-ერთი მსურველი კი სწორედ "იუნაიტედი" იქნება.

მეტიც, Mundo Deportivo-ის ცნობით, ამ დროისთვის, ნეიმარის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ რომ "მანჩესტერი" გამოხატავს.

ჯერჯერობით, მოლაპარაკებები დაწყებული არ არის, ორივე მხარე სეზონის დასრულებას ელოდება.

"წითელ ეშმაკებს" ახალი შემტევი ნამდვილად სურთ, ნეიმარი კი ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.


Facebook კომენტარები