2 წლის და 8 თვის წინ
სეზონის დასრულების შემდეგ, ფილ ჯონსი "მანჩესტერ იუნაიტედს" საბოლოოდ დატოვებს
სეზონის დასრულების შემდეგ, ფილ ჯონსი "მანჩესტერ იუნაიტედს" საბოლოოდ დატოვებს
ავტორი
Aa

ფილ ჯოუნსი "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე კიდევ მხოლოდ რამდენიმე კვირით იქნება, იუწყება Manchester Evening News-ი.

ინგლისელ მცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომაც ოლდ ტრაფორდს დატოვებს.

ჯოუნსმა კონტრაქტი 2019 წელს გაახანგრძლივა, მას შემდეგ კი "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 16-ჯერ მოხვდა.

31 წლის მოთამაშემ ერიკ ტენ ჰაგის ხელში მხოლოდ ერთხელ, პრე-სეზონის პირველ დღეს ივარჯიშა და მას შემდეგ ტრავმირებულია.

ჯოუნსის გარდა, "იუნაიტედი" აქსელ ტუანზებეს, ეთან გოლბრეიტს, ონდრეი მასტნის და ჩარლი უელენსს გარიცხავს.



Facebook კომენტარები