1 წლის და 11 თვის წინ
გეგმა B - "იუნაიტედის" საზაფხულო სიაში მანუ კონეს სახელიც ფიგურირებს
გეგმა B - "იუნაიტედის" საზაფხულო სიაში მანუ კონეს სახელიც ფიგურირებს
ავტორი
Aa

ადრიენ რაბიოს ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" მანუ კონეს დამატებას ეცდება, წერს RMC Sport-ი.

ერიკ ტენ ჰაგს ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი რაბიო იქნება, რომელიც თავისუფალი აგენტი ხდება.

თუ ადრიენის ტრანსფერი არ გამოვა, მაშინ "იუნაიტედი" შეეცდება "გლადბახის" 22 წლის ნახევარმცველი შეიძინოს.

კონეს ბრწყინვალე სეზონი აქვს და უამრავი ევროპული გრანდის ყურადღება დაიმსახურა, მათ შორის კი არის "მანჩესტერიც"

გერმანული კლუბი ფრანგ ნახევარმცველს მინიმუმ 50 მილიონ ევროდ აფასებს.



Facebook კომენტარები