4 თვის წინ

ორმაგი ტრანსფერი "ნაპოლიდან" - "მანჩესტერს" ზაფხულისთვის დიდი გეგმები აქვს

ავტორი
Aa
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას და სუსტი პოზიციების გაძლიერებას აპირებს.
ალფრედო პედულას თქმით, "იუნაიტედს" ცენტრალური მცველისა და ცენტრალური ფორვარდის დამატებაც სურს, მთავარი სამიზნეები კი "ნაპოლიში" ჰყავს.
როგორც ირკვევა, კლუბი კიმ მინ-ჯეს ტრანსფერს უახლოვდება, რომელიც ოლდ ტრაფორდზე გადასასვლელად მზადყოფნას აცხადებს.
ამის გარდა, "მანჩესტერს" ვიქტორ ოსიმენის შეძენაც სურს, თუმცა, ამ შემთხვევაში, გარიგება ბევრად რთული მისაღწევი იქნება.
კიმის კონტრაქტში 50-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი არსებობს, ოსიმენს კი ნეაპოლელები 130 მილიონ ევროდ აფასებენ.
ერთი რამ ცხადია, "წითელ ეშმაკებს" ახალი ფორვარდი სჭირდებათ და დიდი თანხის დახარჯვასაც აპირებენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 4 დღის წინ

iHerb სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია
1 კვირის და 6 დღის წინ

"იუნაიტედი" ფეხბურთელის კონტრაქტს 12 თვით ავტომატურად გაახანგრძლივებს - ნიქსონი
2 კვირის წინ

"იუნაიტედმა" მაგუაიერს დამატებითი თანხა მისცა, რომ "ვესტ ჰემის" წინადადებას დათანხმდეს
2 კვირის და 1 დღის წინ

რასმუს ჰოილუნდი ტრავმირებულია - რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს დანიელ ფორვარდს