10 თვის და 2 კვირის წინ
ტენ ჰაგმა კლუბს 6 ფეხბურთელი დაუსახელა, ვინც ზაფხულში აუცილებლად უნდა წავიდეს
ტენ ჰაგმა კლუბს 6 ფეხბურთელი დაუსახელა, ვინც ზაფხულში აუცილებლად უნდა წავიდეს
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარზე "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდ წმენდას გეგმავს და ოლდ ტრაფორდს მინიმუმ 6 ფეხბურთელი დატოვებს.

The Mirror-ის ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგმა 6 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებიც მომდევნო ზაფხულს უნდა გაიყიდნონ.

ჰარი მაგუაიერი, ენტონი მარსიალი, სკოტ მაკტომინეი, დონი ვან დე ბეეკი, ერიკ ბაილი და ალექს ტელესი - ნიდერლანდელის სია ასე გამოიყურება.

ტენ ჰაგი წარმატებულ სეზონს ატარებს, თუმცა გუნდს ბევრად დიდი მიზნები აქვს, რისთვისაც შემადგენლობის გადახალისება ძალიან მნიშვნელოვანია.

მოსალოდნელია, რომ ერიკი დიდ ბიუჯეტსაც მიიღებს, რათა ახალი ფეხბურთელები დაიმატოს.


Facebook კომენტარები