10 თვის და 3 კვირის წინ
სად შეიძლება წავიდეს მეისონ გრინვუდი - დაინტერესებული კლუბები უკვე გამოჩნდნენ
სად შეიძლება წავიდეს მეისონ გრინვუდი - დაინტერესებული კლუბები უკვე გამოჩნდნენ
ავტორი
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, მეისონ გრინვუდის მანჩესტერული კარიერა დასრულებულია და მას ოლდ ტრაფორდის დატოვება მოუწევს.

თურქული გამოცემა FotoSpor-ის ინფორმაციით, "ფენერბახჩე" გრინვუდით ინტერესდება და მზად არის ფეხბურთელი შეიძინოს.

"იუნაიტედის" ფეხბურთელები და ბორდის ნაწილი უარს ამბობს მეისონის დაბრუნებაზე, ამიტომაც, შესაძლოა მას სხვა გზა არც დარჩეს.

ამ დროისთვის, "მანჩესტერი" თავის გამოძიებას აწარმოებს, ისე კი გრინვუდს ბრალდება მოეხსნა და სასამართლოდან გათავისუფლდა.

როგორც ირკვევა, ინტერესს "მილანიც" გამოხატავს, თუმცა ყველაზე მეტად თურქები აქტიურობენ.


Facebook კომენტარები