

როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ახლოს არის კიმ მინ-ჯეს ტრანსფერის დახურვასთან.
"ნაპოლის" სამხრეთ კორეელი ცენტრალური მცველი მზად არის კარიერა ოლდ ტრაფორდზე გააგრძელოს და კონტრაქტი თითქმის შეთანხმებულია.
ამასთან, მას გამოსასყიდი პუნქტი აქვს, ამიტომ "იუნაიტედისთვის" დიდი პრობლემა არ იქნება კიმის შეძენა.
ამის გარდა, "იუნაიტედს" ნეიმარიც დაუკავშირეს და როგორც ფრანგული წყაროები წერენ, "პსჟ"-თან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე, უკვე ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ როგორი იქნება "მანჩესტერის" ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში.
ინგლისური ტაბლოიდების აზრით, კიმი თერთმეტეულში რაფაელ ვარანს ჩაანაცვლებს და ლისანდრო მარტინესს შეუწყვილდება დაცვის ცენტრში.
თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ნეიმარიც ძირითად შემადგენლობაში იქნება, მარკუს რაშფორდი კი ცენტრალური ფორვარდი გახდება.
სრული თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:
"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვან-ბისაკა, კიმი, ლისანდრო, შო, კაზემირო, რაბიო, ანტონი, ბრუნო, ნეიმარი, რაშფორდი.



