"მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონისთვის ახალი ცენტრალური ფორვარდის ძიებას განაგრძობს და კანდიდატებს არჩევს.
უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ერთ-ერთი სასურველი მოთამაშე ვიქტორ ოსიმენია, თუმცა "ნაპოლი" ნიგერიელ ფორვარდს 130 მილიონ ევროდ აფასებს.
ამიტომაც, "წითელი ეშმაკები" სხვა ვარიანტებზეც ფიქრობენ და როგორც MailSport-ი წერს, კლუბს იტალიის სერია ა-ში კიდევ ორი ფავორიტი ჰყავს.
პირველი მათგანი დუშან ვლაჰოვიჩია, რომლის "იუვენტუსიდან" წასვლაც განიხილება, მაგრამ ტურინელებს სერბის სანაცვლოდ 80 მილიონის მიღება სურთ.
ხოლო მესამე მათგანი ახალგაზრდა დანიელი შემტევი რასმუს ჰოილუნდია, რომელიც "ატალანტაში" შესანიშნავად ასპარეზობს, ბერგამოელებმა კი სატრანსფერო ფასად 60 მილიონი დაასახელეს.
მათ გარდა, "მანჩესტერი" ჰარი კეინის ვარიანტსაც განიხილავს. ერთი რამ კი ცხადია, ერიკ ტენ ჰაგს ახალი ფორვარდი სჭირდება.