1 წლის და 10 თვის წინ

"ბაიერნმა" ზაბიცერს საბოლოო ფასი დაადო - რა დაუჯდება "იუნაიტედს" ავსტრიელის ყიდვა

ავტორი
Aa
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედში" იჯარით გადასულმა მარსელ ზაბიცერმა კლუბში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
"იუნაიტედმა" ავსტრიელი მოთამაშე "ბაიერნიდან" 6-თვიანი მშრალი იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე დაიმატა.
ერიკ ტენ ჰაგს ზაბიცერი მოსწონს და მას სათამაშო დროსაც აძლევდა, თუმცა ტრავმის გამო მას სეზონის დასკვნითი ნაწილის გამოტოვება მოუწია.
Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნი" მზად არის გაყიდოს ზაბიცერი, რადგან 29 წლის მოთამაშე მათ სამომავლო გეგმებში არ შედის.
"რეკორდმაისტერი" ავსტრიელს დაახლოებით 25 მილიონ ევროდ აფასებს.
ჯერჯერობით, უცნობია, შეეცდება თუ არა "იუნაიტედი" ზაფხულში ზაბიცერის სრული ტრანსფერით დამატებას.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში