2 კვირის წინ

"იუნაიტედმა" მაუნტის თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა - Daily Mirror

ავტორი
Aa
ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მეისონ მაუნტის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.
ერიკ ტენ ჰაგი ახალ ნახევარმცველს ეძებს, ერთ-ერთი კანდიდატი კი მაუნტია, რომელსაც "ჩელსის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
ინგლისელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი უარს აცხადებს.
"იუნაიტედი" დაინტერესებულ კლუბებს შორის ერთ-ერთია და პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა.
"მანჩესტერი" მზად არის, მაუნტის სანაცვლოდ 55 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, თუმცა "არისტოკრატებს" მეტის მიღება სურთ.
"წითელი ეშმაკების" გარდა, საქმეში "ლივერპული" და "არსენალი" არიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 დღის და 8 საათის წინ

BREAKING: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა!
1 დღის და 9 საათის წინ

"ტოტენჰემის" სამიზნე "იუნაიტედის" მოთამაშეა - კეინის ტრანსფერი უფრო რეალური გახდა!?
2 დღის და 18 საათის წინ

ტენ ჰაგმა მეისონ გრინვუდის შესაძლო დაბრუნებაზე ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა
2 დღის და 20 საათის წინ

ვის ადგილს დაიკავებს მაუნტი "იუნაიტედის" შემადგენლობაში - პოტენციური ცვლილებები