1 წლის და 5 თვის წინ
ვის ადგილს დაიკავებს მაუნტი "იუნაიტედის" შემადგენლობაში - პოტენციური ცვლილებები
ვის ადგილს დაიკავებს მაუნტი "იუნაიტედის" შემადგენლობაში - პოტენციური ცვლილებები
ავტორი
Aa

მეისონ მაუნტს "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს კარიერის გაგრძელება - ასეთი შინაარსის ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

ინგლისელი მოთამაშის "ჩელსიდან" წასვლის შანსები ძალიან დიდია, რადგან ის კლუბთან ახალ ხელშეკრულებას არ აფორმებს, მომდევნო სეზონის ბოლოს კი თავისუფალი აგენტი ხდება.

"არისტოკრატები" მაუნტის გასაყიდად მზად არიან, მრავალ მსურველთა შორის "იუნაიტედიც" არის, მაუნტს კი სწორედ ოლდ ტრაფორდზე სურს თამაში.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მეისონი ძირითადი თერთმეტეულის წევრიც გახდება, შემადგენლობაში ადგილს კი კრისტიან ერიქსენი დაკარგავს.

მაუნტი თავს ყველაზე კომფორტულად მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე გრძნობს, ამიტომ მას შეუძლია შეკრას ტრიო კაზემიროსთან და ბრუნო ფერნანდეშთან.

კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ბრუნომ მარჯვენა ვინგერის პოზიცია დაიკავოს, ერიქსენისა და კაზემიროს დუეტი ისევ ძირითადში იყოს, მაუნტი კი ფლეიმეიქერი გახდეს.


Facebook კომენტარები