1 წლის და 10 თვის წინ
10-მილიონიანი ბონუსი გააქტიურდა - "სპორტინგმა" ბრუნოსთვის დამატებითი თანხა მიიღო
10-მილიონიანი ბონუსი გააქტიურდა - "სპორტინგმა" ბრუნოსთვის დამატებითი თანხა მიიღო
ავტორი
Aa

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, "სპორტინგმა" ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერიდან დამატებითი თანხა მიიღო.

ლისაბონელებს დამატებითი 10 მილიონი ევრო ერგოთ "მანჩესტერ იუნაიტედისგან", რადგან შეთანხმების ერთ-ერთი ბონუს პუნქტი გააქტიურდა.

ეს ბონუსი აქტიურდებოდა ბრუნოს პირადი მონაგარის (გოლები, ასისტები) მიხედვით, თუმცა ზუსტი ციფრები არ სახელდება.

კონტრაქტში კიდევ არსებობს 15-მილიონიანი პუნქტი, რომელიც იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ან ბრუნო ოქროს ბურთს მოიპოვებს.

ასე რომ, ახლა "მანჩესტერის" ერთ-ერთი ლიდერის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონ ევრომდე გაიზარდა.


Facebook კომენტარები