1 წლის და 10 თვის წინ

"იუნაიტედს" კიმის ტრანსფერში ეცილებიან და სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

ავტორი
Aa
"მანჩესტერ იუნაიტედი" კიმ მინ-ჯეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და სამხრეთ კორეელის დამატებას უახლოვა, თუმცა საქმეში ახალი გუნდი გამოჩნდა.
გავლენიანი ჟურნალისტის ბრუნო ანდრადეს ინფორმაციით, "ნაპოლის" ცენტრალური მცველის შეძენა "ნიუკასლსაც" სურს.
ორივე ინგლისურმა კლუბმა შეატყობინა "ნაპოლის", რომ მზად არიან კიმის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტი გააქტიურონ.
ახლა მთავარი ის არის, რომელ მათგანს აირჩევს თავად ფეხბურთელი. მინ-ჯეს ოლდ ტრაფორდის ვარიანტი მოსწონს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
თავის მხრივ, "კაჭკაჭები" ფეხბურთელისთვის პირველ წინადადებას ამზადებენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში