10 თვის წინ
რა შემთხვევაში შეეცდება "იუნაიტედი" ნეიმარის გადაბირებას - რომანოს ახალი ინფორმაცია
რა შემთხვევაში შეეცდება "იუნაიტედი" ნეიმარის გადაბირებას - რომანოს ახალი ინფორმაცია
ავტორი
Aa

გასულ პერიოდში ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობდა.

ეს ამბავი გავლენიანმა ჟურნალისტებმა უარყვეს და დაამატეს ისიც, რომ ორმხრივი ინტერესის მიუხედავად, ახლა არაფერი ხდება.

როგორც ფაბრისიო რომანო იუწყება, მოცემულობა, შესაძლოა, შეიცვალოს და "მანჩესტერმა" მართლაც სცადოს ბრაზილიელის დამატება.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "იუნაიტედის" ახალი მფლობელი შეიხ ჯასიმი გახდება, რომელსაც ნეიმარის ოლდ ტრაფორდზე გადაყვანა მართლაც სურს.

ჯერჯერობით, "მანჩესტერის" გაყიდვის პროცესი ძალიან ჭიანურდება, რასაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გავლენა აუცილებლად ექნება.


Facebook კომენტარები