11 თვის წინ
ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო - ბრუნო ფერნანდეშმა "იუნაიტედის" რეკორდის დაამყარა
ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო - ბრუნო ფერნანდეშმა "იუნაიტედის" რეკორდის დაამყარა
ავტორი
Aa

ბრუნო ფერნანდეშმა პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონი "ფულემთან" გამარჯვების მომტანი გოლით დაასრულა.

ამის გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ლიდერმა ისევ უამრავი შანსი შექმნა, მაგრამ საგოლე პასი ვერ მიითვალა.

ამ მატჩში, ბრუნომ ახალი რეკორდი დაამყარა და შეძლო ის, რაც 2003 წლის შემდეგ "იუნაიტედის" არც ერთ ფეხბურთელს უქნია.

პრემიერ ლიგის სეზონში, ფერნანდეშმა თანაგუნდელებს 119 საგოლე შანსი შეუქმნა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკის დათვლა 2003 წლიდან დაიწყეს, ამიტომ უცნობია, როგორი იყო სტატისტიკა იქამდე.

ამდენი შექმნილი შანსისდა მიუხედავად, ბრუნომ პრემიერ ლიგის სეზონი მხოლოდ 8 საგოლე პასით დაასრულა.


Facebook კომენტარები