11 თვის წინ
კინი: "დე ხეას მალე გავუშვებდი, იუნაიტედი მასთან ერთად დიდ ტიტულებს ვერ მოიგებს"
კინი: "დე ხეას მალე გავუშვებდი, იუნაიტედი მასთან ერთად დიდ ტიტულებს ვერ მოიგებს"
ავტორი
Aa

დავიდ დე ხეამ პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონის ოქროს ხელთათმანი მოიგო, მაგრამ როი კინის კრიტიკას მაინც ვერ აცდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ "ფულემთან" მატჩის შემდეგ დე ხეას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბმა ის უბრალოდ უნდა გაუშვას.

"გასულ წელს იუნაიტედის დაცვა ძალიან ცუდი იყო და ამ სეზონში, ისინი დე ხეას ეხმარებიან, მაგრამ მაინც, მას მალევე გავუშვებდი. დე ხეა ვერ მოაგებინებს იუნაიტედს დიდ ტიტულებს.

მაგალითად, მას რეალში არ გააჩერებდნენ. რამდენი ხანია რაც ის იუნაიტედის ნომერ პირველი მეკარეა, 10 წელი? ამდენი ხნით მას მადრიდში არ დატოვებდნენ.

არ ვთვლი, რომ დე ხეას კარგი სეზონები ჰქონდა, ის ნორმალურად თამაშობდა. ბოლო 2 სეზონში დე ხეამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. არ დაივიწყოთ ისიც, რომ ის ყველაფერს აკეთებდა რეალში წასასვლელად", - განაცხადა როიმ.  



Facebook კომენტარები