10 თვის და 3 კვირის წინ
ტენ ჰაგმა მეისონ გრინვუდის შესაძლო დაბრუნებაზე ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა
ტენ ჰაგმა მეისონ გრინვუდის შესაძლო დაბრუნებაზე ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა
ავტორი
Aa

2 თებერვალს, მანჩესტერის პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მეისონ გრინვუდს ბრალდება მოეხსნა და გამოძიება აღარ მიმდინარეობს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშეს ძალადობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, საქმე შეჩერდა.

მალევე, "იუნაიტედმა" ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ კლუბი თავის გამოძიებას აწარმოებს და სანამ არ დაასრულებენ, იქამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

გრინვუდის შესაძლო დაბრუნებაზე ერიკ ტენ ჰაგს The Times-თან ინტერვიუშიც ჰკითხეს, რაზეც მან საინტერესო პასუხი დააბრუნა.

"მან წარსულში უკვე გვიჩვენა, რომ გოლების გატანა კარგად შეუძლია, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, დაბრუნდება თუ არა ის", - განაცხადა ერიკმა.

ნიდერლანდელის განცხადებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მას გრინვუდი მოსწონს, თუმცა სხვების გადაწყვეტილებას ელის.


Facebook კომენტარები