4 თვის წინ

ტენ ჰაგი: "თუ დიდი ტიტულებისთვის ბრძოლა გსურს, მაშინ აუცილებელია ინვესტიცია"

ავტორი
Aa
მედიასთან საუბრისას, ერიკ ტენ ჰაგმა, შეიძლება ითქვას, გლეიზერებს პირდაპირ შეუტია და მათი საქმიანობა გააკრიტიკა.
ნიდერლანდელი მწვრთნელის თქმით, ინგლისში დიდი ტიტულებისთვის ბრძოლა რთულია, ამიტომ საჭიროა კლუბში ინვესტიციის ჩადება.
"ვაანალიზებთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ჯერ არ ვართ იქ, სადაც გვინდა რომ ვიყოთ, გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
ამ გუნდში დიდი პოტენციალია, რაც ამ სეზონშიც ვაჩვენეთ, ჩვენ დიდი პროგრესი გვქონდა. ეს შექება ეკუთვნით მოთამაშეებსა და მწვრთნელებს.
კლუბში იციან, რომ თუ გსურს იყო ოთხეულში და იბრძოლო ტიტულებისთვის, მაშინ საჭიროა ინვესტიცია, სხვანაირად არ გამოვა.
ეს ზამთარში ვნახეთ. ყველა სხვა კონკურენტმა დახარჯა ფული, ჩვენ კი ეს არ გაგვიკეთებია", - განაცხადა ტენ ჰაგმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 4 დღის წინ

iHerb სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია
1 კვირის და 6 დღის წინ

"იუნაიტედი" ფეხბურთელის კონტრაქტს 12 თვით ავტომატურად გაახანგრძლივებს - ნიქსონი
2 კვირის წინ

"იუნაიტედმა" მაგუაიერს დამატებითი თანხა მისცა, რომ "ვესტ ჰემის" წინადადებას დათანხმდეს
2 კვირის და 1 დღის წინ

რასმუს ჰოილუნდი ტრავმირებულია - რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს დანიელ ფორვარდს