10 თვის წინ
ტენ ჰაგი "იუნაიტედის" სამიზნეს ვიდეოზარით რამდენიმეჯერ გაესაუბრა - ახალი კანდიდატი!
ტენ ჰაგი "იუნაიტედის" სამიზნეს ვიდეოზარით რამდენიმეჯერ გაესაუბრა - ახალი კანდიდატი!
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი ცენტრალური ფორვარდის დამატებაა.

მეტიც, შესაძლოა, კლუბმა ორი ფორვარდი შეიძინოს. ერთი გამოცდილი შემტევი, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა და პერსპექტიული.

გავლენიანი ინგლისური გამოცემა MEN-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგი უკვე აქტიურად მუშაობს ერთი ტრანსფერის დახურვაზე.

ნიდერლანდელი სპეციალისტი ვიდეოზარით რამდენიმეჯერ გაესაუბრა "ატალანტას" დანიელ ფორვარდს რასმუს ჰოილუნდს.

ახალგაზრდა შემტევს შესანიშნავი სეზონი აქვს და უამრავი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის კი "იუნაიტედიც" არის.

ბერგამოელები ჰოილუნდს 50-60 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა "იუნაიტედს" კლუბთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია.

ჰოილუნდის გარდა, "მანჩესტერი" ჰარი კეინის, გონსალო რამოშისა და ვიქტორ ოსიმენის მიმართ გამოხატავს ინტერესს.


Facebook კომენტარები