1 წლის და 9 თვის წინ
"იუნაიტედმა" ტრანსფერი შეათანხმა, თუმცა ტენ ჰაგი უარი თქვა და ვეტო დაადო - Bild
"იუნაიტედმა" ტრანსფერი შეათანხმა, თუმცა ტენ ჰაგი უარი თქვა და ვეტო დაადო - Bild
ავტორი
Aa

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ერიკ ტენ ჰაგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრანსფერს ვეტო დაადო.

გავლენიანი წყაროს თქმით, "იუნაიტედი" და "აინტრახტი" ახლოს იყვნენ ვიქტორ ლინდელოფის ტრანსფერზე შეთანხმებასთან.

შვედი ცენტრალური მცველი სათამაშო დროს ვერ იღებდა, რის გამოც კლუბის დატოვებაზე და გერმანიაში გადასვლაზე თანახმა იყო.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, სანამ ტენ ჰაგმა ლინდელოფის გაშვებაზე უარი არ თქვა და გარიგებას ვეტო არ დაადო.

აღსანიშნავია, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში ლინდელოფმა მეტი დრო მიიღო და თავი კარგად გამოიჩინა.


Facebook კომენტარები