2 წლის და 6 თვის წინ
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გრინვუდის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - რა ელის მეისონს
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გრინვუდის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - რა ელის მეისონს
ავტორი
Aa

მეისონ გრინვუდის საგა, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ოფიციალურად გავიგებთ, რა ბედი ელის ახალგაზრდა შემტევს.

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშეს ძალადობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, საქმე შეჩერდა.

მალევე, "იუნაიტედმა" ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ კლუბი თავის გამოძიებას აწარმოებს და სანამ არ დაასრულებენ, იქამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

Mail Sport-ის ინფორმაციით, კლუბმა შიდა გამოძიება დაასრულა და გრინვუდის მომავალზე გადაწყვეტილებაც მიიღო.

ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად არ მიჩნევს ინგლისელის დაბრუნებას, ამიტომ ზაფხულში ის "იუნაიტედს" იჯარის წესით დატოვებს ან სულაც გაიყიდება.

გამორიცხული არ არის ისიც, რომ გრინვუდს კონტრაქტი გაუწყვიტონ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომდევნო სეზონში მას ოლდ ტრაფორდზე ვერ ვიხილავთ.


Facebook კომენტარები