2 წლის და 7 თვის წინ
კატარის ინვესტორთა ჯგუფმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძენად ბოლო შეთავაზება გააკეთა
კატარის ინვესტორთა ჯგუფმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძენად ბოლო შეთავაზება გააკეთა
ავტორი
Aa

კატარის ინვესტორთა ჯგუფმა, შეიხ ჯასიმის ხელმძღვანელობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძენად მეხუთე და ბოლო შეთავაზება გააკეთა, იტყობინება Daily Mail-ი.

გავრცელებული ცნობით, კატარის წარმომადგენლებმა კლუბის მფლობელებს საბოლოო პასუხისთვის ვადა პარასკევამდე განუსაზღვრეს.

თუ გლეიზერის ოჯახი მანამდე არ დათანხმდება კლუბის გაყიდვას, მაშინ შეიხი ჯასიმი წინადადებას უკან გაიწვევს და მოლაპარაკებებს ჩაეხსნება.

ბოლო შეთავაზების მიუხედავად, "იუნაიტედის" შეძენის ფავორიტად კვლავ სერ ჯიმ რეტკლიფი და ინეოს გრუფი რჩებიან.


Facebook კომენტარები