1 წლის და 10 თვის წინ
BREAKING: "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს!
BREAKING: "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს!
ავტორი
Aa

ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის უახლესი ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ახალი სატრანსფერო რეკორდის დამყარებას ეცდება.

"იუნაიტედი" მზად არის ჯეკ გრილიშში გადახდილ 100 მილიონ გირვანქას აჯობოს და ერიკ ტენ ჰაგის მთავარი სამიზნე დაიმატოს.

საუბარია ჰარი კეინზე, რომელსაც "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 18 თვეში ეწურება და ნაკლებად სავარაუდოა, ახლა ლონდონში ბედნიერი იყოს.

"მანჩესტერის" პრიორიტეტი 29 წლის ინგლისელი ფორვარდის დამატებაა და მის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხის გადახდასაც აპირებს.

"ტოტენჰემი" ჰარის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ "წითელი ეშმაკები" დანებებას მაინც არ აპირებენ.


Facebook კომენტარები