1 წლის და 9 თვის წინ
"იუნაიტედმა" ჰაბიბ დიარას ტრანსფერზე "სტრასბურგს" შეთავაზება გაუკეთა - დი მარციო
"იუნაიტედმა" ჰაბიბ დიარას ტრანსფერზე "სტრასბურგს" შეთავაზება გაუკეთა - დი მარციო
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას აგრძელებს, ერთ-ერთი პრიორიტეტი ნახევარდაცვის ზონის გაძლიერებაა.

ჯანლუკა დი მარციოს სააგენტოს ჟურნალისტის, ლუკა ბენდონის თქმით, კლუბი ჰაბიბ დიარას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებს.

ბენდონის ინფორმაციით, "იუნაიტედმა" "სტრასბურგს" პირველი შეთავაზება გაუკეთა 19 წლის საყრდენი ნახევარმცველის თაობაზე.

"მანჩესტერი" მზად არის 11 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ფრანგული კლუბი ახალგაზრდა მოთამაშეს უფრო ძვირად აფასებს.

"იუნაიტედი" ახალი შეთავაზების გასაკეთებლად მზად არის, დიარას ზუსტი ღირებულება კი უცნობია.


Facebook კომენტარები