1 წლის და 10 თვის წინ
"იუნაიტედი" კიმ მინ-ჯეს კარგავს - სად გააგრძელებს კარიერას "ნაპოლის" კორეელი მცველი
"იუნაიტედი" კიმ მინ-ჯეს კარგავს - სად გააგრძელებს კარიერას "ნაპოლის" კორეელი მცველი
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" კიმ მინ-ჯეს ტრანსფერის ფავორიტი აღარ არის და დიდი ალბათობით, სამხრეთ კორეელი მცველი სხვაგან გადავა.

"ნაპოლის" ახალწვეულმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ევროპული გრანდები კი უკვე აპირებენ მის შეძენას და გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურებას.

ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, "ბაიერნი" ძალიან ახლოს არის კიმთან კონტრაქტის შეთანხმებასთან, რაც გადამწყვეტი ფაქტორია.

26 წლის ცენტრალური მცველი "რეკორდმაისტერს" 5-წლიან კონტრაქტზე თითქმის გაურიგდა.

კიმის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 50 მილიონი ევროა, რის გადასახდელადაც გერმანელები მზად არიან.


Facebook კომენტარები