11 თვის წინ
"მანჩესტერი" და "ჩელსი" ტრანსფერზე შეთანხმებას უახლოვდებიან - რამდენს გადაიხდის "იუნაიტედი"
"მანჩესტერი" და "ჩელსი" ტრანსფერზე შეთანხმებას უახლოვდებიან - რამდენს გადაიხდის "იუნაიტედი"
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" მეისონ მაუნტის ტრანსფერზე შეთანხმებას უახლოვდებიან, იუწყება ბრიტანული გამოცემა MailSport-ი.

რამდენიმე დღის წინ, "იუნაიტედმა" ინგლისელის თაობაზე 50 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა უარი მიიღო.

როგორც ირკვევა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა და ისინი ფაქტობრივად შეთანხმდნენ პირობებზე.

მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერის" მომდევნო წინადადება დაახლოებით 60 მილიონი გირვანქა იქნება, რასაც "ჩელსი" დათანხმდება.

კლუბმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი ფეხბურთელთან, რომელიც 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და კვირაში 200,000 გირვანქას მიიღებს.


Facebook კომენტარები