1 წლის და 10 თვის წინ
დე ხეას წასვლა თითქმის გარდაუვალია - ვის განიხილავს "იუნაიტედი" მთავარ შემცვლელად
დე ხეას წასვლა თითქმის გარდაუვალია - ვის განიხილავს "იუნაიტედი" მთავარ შემცვლელად
ავტორი
Aa

სხვადასხვა ინგლისური და ესპანური გამოცემების თქმით, ძალიან დიდი ალბათობით, დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს.

ესპანელი მეკარე კლუბთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება, მიმდინარე ხელშეკრულება კი სულ რამდენიმე დღეში ეწურება.

"იუნაიტედი" დე ხეას გასაშვებად უკვე ემზადება და მისი პოტენციური შემცვლელების ძიებას შეუდგა.

Daily Mail-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" ფავორიტი კანდიდატი ანდრე ონანაა, რომელსაც "ინტერი" 50 მილიონად აფასებს.

"მანჩესტერი" დავიდთან საქმის დასრულებას ელის, შემდეგ კი ონანას თაობაზე პირველ შეთავაზებასაც გააკეთებს.


Facebook კომენტარები