2 წლის და 6 თვის წინ
ტენ ჰაგი ჰენდერსონს დაბრუნების შანსს არ მისცემს - რატომ არის ერიკი გაბრაზებული ინგლისელზე
ტენ ჰაგი ჰენდერსონს დაბრუნების შანსს არ მისცემს - რატომ არის ერიკი გაბრაზებული ინგლისელზე
ავტორი
Aa

Manchester Evening News-ის თქმით, დინ ჰენდერსონი "ნოტინგემ ფორესტში" იჯარის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" არ დაბრუნდება.

დიდი ალბათობით, კლუბს დავიდ დე ხეა ტოვებს და ერიკ ტენ ჰაგს ახალი მეკარეც სჭირდება, თუმცა ის ჰენდერსონს უკან არ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი გაბრაზებულია იმის გამო, რაც გასული წლის ზაფხულში მოხდა.

ჰენდერსონმა "მანჩესტერის" დატოვება გადაწყვიტა და ტენ ჰაგის თხოვნის მიუხედავად, ის პრე-სეზონს არ დაელოდა.

ერიკს სურდა, რომ ინგლისელისთვის შანსი მიეცა და მისი შესაძლებლობები ენახა, მაგრამ დინს წასვლა კატეგორიულად ჰქონდა გადაწყვეტილი.

ტენ ჰაგს ეს არ დავიწყებია, ამიტომაც ახლა ჰენდერსონის ოლდ ტრაფორდზე დაბრუნებას არ განიხილავს.


Facebook კომენტარები