2 წლის და 4 თვის წინ
BREAKING | "იუნაიტედი" მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავის ყიდვას აპირებს!
BREAKING | "იუნაიტედი" მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავის ყიდვას აპირებს!
ავტორი
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, წინ მხოლოდ 3 შეხვედრა დარჩა, რის შემდეგაც საკლუბო სეზონი დაგვიბრუნდება.


"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პაუზა სკანდალურად დაიწყო, კრიშტიანუ რონალდუმ კრიტიკული ინტერვიუ ჩაწერა და საბოლოოდ, კლუბმა მას კონტრაქტიც გაუწყვიტა.


"წითელ ეშმაკებს" ახალი შემტევი სჭირდებათ და როგორც MEN იუწყება, კლუბის ერთ-ერთი სამიზნე გონსალო რამოშია.


"ბენფიკას" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მერვედფინალურ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.


გონსალო ლისაბონური კლუბის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია, "მანჩესტერი" მას აქამდეც აკვირდებოდა, ახლა კი ინტერესი უფრო გაიზარდა.


კლუბს ზამთარშივე სურს მისი შეძენა, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.


Facebook კომენტარები