1 წლის და 9 თვის წინ
"იუნაიტედს" მაუნტის ტრანსფერზე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა - საქმე გართულდა!
"იუნაიტედს" მაუნტის ტრანსფერზე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა - საქმე გართულდა!
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" მეისონ მაუნტის პოტენციურ ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა საქმე გართულდა.

"ჩელსიმ" "იუნაიტედისგან" მიღებულ მესამე შეთავაზებაზეც უარი თქვა, პარალელურად კი საქმეში ახალი გუნდი გამოჩნდა.

The Guardian-ის ცნობით, ნახევარმცველის დამატების სურვილი "ბაიერნმა" გამოთქვა, მთავარი მოტივატორი კი ტომას ტუხელია.

გერმანელ სპეციალისტს მაუნტთან ერთად "ჩელსიში" უმუშავია, ახლა კი მისი ბუნდესლიგაში გადაყვანა სურს.

როგორც ირკვევა, ლონდონური კლუბი მაუნტს უცხოეთში უფრო იაფად გაყიდის, ვიდრე პრემიერ ლიგის კონკურენტ კლუბში.


Facebook კომენტარები