1 წლის და 9 თვის წინ
"იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის ტრანსფერზე მუშაობს - პირველი კონტაქტი შედგა!
"იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის ტრანსფერზე მუშაობს - პირველი კონტაქტი შედგა!
ავტორი
Aa

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ჯოვანი ალბანესეს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის ტრანსფერზე მუშაობს.

კლუბი ადრიენ რაბიოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა. რამდენიმე დღეში, ფრანგ მოთამაშეს "იუვენტუსთან" კონტრაქტი ეწურება.

რაბიოს იტალიელებმა ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს, თუმცა მას თანხმობა ჯერაც არ უთქვამს და კლუბის დატოვებას ამჯობინებს.

"იუნაიტედს" ფრანგის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ გარიგება მაშინ არ შედგა, ინტერესი კი კვლავაც დარჩა.

ერიკ ტენ ჰაგს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, რაბიოს კი ერთ-ერთი კანდიდატად მიიჩნევს.


Facebook კომენტარები