2 წლის და 4 თვის წინ
რონალდუ "პარი სენ-ჟერმენში"!? - კითხვას თავად ნასერ ალ-ხელაიფიმ უპასუხა
რონალდუ "პარი სენ-ჟერმენში"!? - კითხვას თავად ნასერ ალ-ხელაიფიმ უპასუხა
ავტორი
Aa

კრიშტიანუ რონალდუ თავისუფალი აგენტი გახდა და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ახალ კლუბს შეუერთდება.


პორტუგალიელს რამდენიმე ვარიანტი აქვს, თუმცა გადამწყვეტილი არაფერია და იანვრამდე, არც არაფერი გადაწყდება.


რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე "პარი სენ-ჟერმენის" მფლობელს ნასერ ალ-ხელაიფის ჰკითხეს, რომელის პასუხიც ასეთია.


"კრიშტიანუ? ის ნამდვილი ლეგენდა და ვარსკვლავია. მას ძალიან ვაფასებ და 37 წლის ასაკშიც კი მიყვარს, როგორც ფეხბურთელი.


სამწუხაროდ, ჩვენ მის პოზიციაზე კილიანი გვყავს. მესი, რონალდუ, ნეიმარი, მბაპე ერთად? ფანებისთვის ოცნება იქნებოდა, თუმცა შეუძლებელია", - ამბობს ხელაიფი.


Facebook კომენტარები