10 თვის და 3 კვირის წინ
"იუნაიტედისა" და "ჩელსის" ამჟამინდელი სიტუაცია - რა ეტაპზეა მაუნტის ტრანსფერზე
"იუნაიტედისა" და "ჩელსის" ამჟამინდელი სიტუაცია - რა ეტაპზეა მაუნტის ტრანსფერზე
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედს" მეისონ მაუნტის დამატება სურს, თუმცა "ჩელსისთან" სატრანსფერო ფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

კლუბმა ინგლისელის თაობაზე მესამე, 55-მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, რაზეც ლონდონელებმა უარი თქვეს, "იუნაიტედი" კი მეტის გადახდას არ აპირებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, ყველაფერი კი "ჩელსის" გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"მანჩესტერმა" კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გუნდი ამაზე მეტს არ გადაიხდის, სხვაობა კი მხოლოდ გადახდის სტრუქტურაში თუ იქნება.

თავის მხრივ, მაუნტს ოლდ ტრაფორდზე თამაში ძალიან სურს და კლუბთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

შეგახსენებთ, რომ მეისონს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და მან უკვე უარი თქვა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე.


Facebook კომენტარები