1 წლის და 9 თვის წინ
"იუნაიტედმა" ონანას ტრანსფერზე "ინტერთან" საუბარი დაიწყო - ღირებულება ცნობილია!
"იუნაიტედმა" ონანას ტრანსფერზე "ინტერთან" საუბარი დაიწყო - ღირებულება ცნობილია!
ავტორი
Aa

დავიდ დე ხეას წასვლასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი მეკარის ტრანსფერზე მუშაობს, მთავარი სამიზნე კი ანდრე ონანაა.

ერიკ ტენ ჰაგს ყოფილი შეგირდის შეძენა სურს, თუმცა "ინტერი" კამერუნელ კიპერს ძალიან ძვირად აფასებს და მარტივად დათმობას არ აპირებს.

ალფრედო პედულას ცნობით, "იუნაიტედმა" უკვე დაიწყო იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებები და მოთხოვნებიც გაიგო.

"ნერაძურის" თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ გარანტირებული 45-48 მილიონი ევროს მიღება, ბონუსის სახით კი კიდევ 12-15 მილიონის მიღება სურს.

"იუნაიტედი" ამ პირობებზე თანახმა არაა, თუმცა კლუბში ფიქრობენ, რომ "ინტერი" ნაკლებ თანხასაც დათანხმდება.


Facebook კომენტარები