1 წლის და 9 თვის წინ

"იუნაიტედი" ონანას სანაცვლოდ გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებს - თანხის ოდენობა გაირკვა!

ავტორი
Aa
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ანდრე ონანასთვის გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებს.
კლუბი ახალ მეკარეს ეძებს, პირველი არჩევანი კი სწორედ "ინტერის" კამერუნელი კიპერია, რომელსაც ერიკ ტენ ჰაგთან ერთად "აიაქსში" უმუშავია.
"იუნაიტედის" პირველი შეთავაზება 45 მილიონი ევრო იყო, რაზეც "ნერაძურიმ" მყისიერი უარი განაცხადა.
როგორც ირკვევა, "შავ-ლურჯებს" თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ, ბონუსების ჩათვლით, 60 მილიონის მიღება სურთ.
"მანჩესტერის" მომდევნო შეთავაზება 52 მილიონი ევრო იქნება და გუნდი კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება "ინტერის" მოთხოვნას.
ბრიტანულ და იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, ტრანსფერის ალბათობა ძალიან დიდია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში