1 წლის და 7 თვის წინ
ფერდინანდი: "ცოტა ნაწყენი ვარ იმაზე, თუ როგორ მოექცა მანჩესტერი დავიდ დე ხეას"
ფერდინანდი: "ცოტა ნაწყენი ვარ იმაზე, თუ როგორ მოექცა მანჩესტერი დავიდ დე ხეას"
ავტორი
Aa

დავიდ დე ხეას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შანსები ყოველდღიურად იზრდება, ესპანელი მეკარე უკვე თავისუფალი აგენტია.

"იუნაიტედი" პირველ ნომერს ახალ კონტრაქტზე ვერ ურიგდება, რიო ფერდინანდმა კი ამ საკითხზე ისაუბრა და კლუბი გააკრიტიკა.

"სასაცილო სიტუაციაა. იმის მიუხედავად, რას ფიქრობთ, არის არა დე ხეა საკმარისად კარგია მანჩესტერისთვის, ის ამ საფეხბურთო კლუბს დიდებულად ემსახურა.

დავიდი 12 წელია აქ არის და არაერთხელ გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ის საოცრად კარგად ემსახურება კლუბს და გამორჩეული პროფესიონალია. ბევრი ადამიანი მოუწოდებს მას წასვლისკენ და ესეც გასაგებია.

ცოტა ნაწყენი ვარ იმით, თუ როგორ გაუმკლავდა მანჩესტერი ამ ყველაფერს. მე ვხედავ, რომ სულ უფრო მეტი მოთამაშე ტოვებს გუნდს ცუდი ურთიერთობით და ეს არ არის სწორი.

ალბათ, დავიდი ზის და ფიქრობს: "ვერც კი ვიფიქრებდი, რომ კლუბს ასე დავტოვებდი".

ახლა ვუყურებ სიტუაციას და ვფიქრობ, როგორ უნდა დარჩეს დე ხეა გუნდში? მხოლოდ ერთადერთი ვარიანტია, თუ იუნაიტედი ანდრე ონანას ან სხვა სასურველ მეკარეს ვერ იყიდის", - განაცხადა რიომ.


Facebook კომენტარები